წარმოება
შპს „არემჯი გოლდი“ გროვული გამოტუტვის მეთოდის გამოყენებით ახორციელებს ძვირფასი ლითონების ამოკრეფას ოქროს შემცველი მეორადი კვარციტული მადნის გადამუშავების გზით.

გროვული გამოტუტვის მეთოდი ითვალისწინებს მაღალი სიმკვრივის გაუმტარი პოლიეთილენით დაფარულ გამოსატუტ მოედანზე მოთავსებული დამსხვრეული მადნის გროვის ციანიდის დაბალი კონცენტრაციის ხსნარით დამუშავებას დახურულ საწარმოო ციკლში. 

აღნიშნული მეთოდი, ძვირფასი ლითონების მოპოვების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მისაღები ფორმაა, რომელიც გარემოზე მინიმალური ნეგატიური ზემოქმედებით და ეკონომიურობით გამოირჩევა.

ის ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ოქროს დაბალი კონცენტრაციის ციანიდის ხსნარით ამოკრეფის ხერხი თეორიულად ქართველმა ინჟინერმა და მეცნიერმა პეტრე ბაგრატიონმა 1843 წელს გამოიგონა.

შპს „არემჯი გოლდის“  გროვული გამოტუტვის საწარმოო პროცესის ინჟინრული გადაწყვეტა, მშენებლობა და ექსპლუატაცია სამთო-მომპოვებელი საქმიანობის მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტებს შეესაბამება. ძვირფასი ლითონების ამოკრეფის პროცესი მოიცავს სამთო, გეოდეზიურ, მეტალურგიულ, მექანიკურ, ტექნიკურ და სხვა სახის სამუშაოებს, რომელიც 24 საათიანი უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს. წარმოების ეფექტიანობის ზრდას განაპირობებს მაღალკვალიფიციური კადრი, დამუშავებისათვის საჭირო თანამედროვე მოწყობილობა-დანადგარი და სათანადო ინფრასტრუქტურა.