"არემჯის" ზეიმი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს
 
01.06.2017

მე-4 წელია, რაც კომპანია "არემჯი" ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისათვის, მხიარულ და სიურპრიზებით სავსე დღესასწაულს მართავს.
წელს კომპანიის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით, კაზრეთის ბაღს ბოლნისის თოჯინების თეატრი ესტუმრა, რომელმაც ბავშვებისათვის ზღაპარი „კომბლე“ ღია ცის ქვეშ წარმოადგინა.
კომპანიის წარმომადგენლებმა, დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღების 350-მდე მოსწავლეს საჩუქრად, ტკბილეული, ფერადი ბუშტები და სათამაშოები გადასცეს.
დღესასწაულს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც კომპანიას დაბაში სოციალური და საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადეს.
<< უკან