"არემჯის" გარემოსდაცვითი პროგრამის პრეზენტაცია
 
17.07.2017

17 ივლისს, სასტუმრო ROOMS-ში კომპანია "არემჯიმ" გარემოსდაცვითი პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Golder Associates-ს ექსპერტთა ჯგუფმა 2017 წლის დასაწყისიდან საფუძვლიანად შეისწავლა "არემჯიში" არსებული გარემოსდაცითი დოკუმენტაცია და ადგილზე გაეცნენ საწარმოო ობიექტებზე არსებულ მდგომარეობას.
აღნისნული ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა კომპანიის გარემოსდაცვითი პროგრამა, რომელიც სტუმრებს Golder Associates-ს წარმომადგენელმა საიმონ ოლდრიჩმა წარუდგინა. 
უახლოეს მომავალში Golder Associates-თან ერთად დაგეგმილია სამოქმედო გეგმის შემუშავება. შესაბამისი მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის და კონკრეტული პროექტების განხორციელების პროცესი ღია და გამჭვირვალე იქნება. 


<< უკან