"არემჯის" ახალი პროექტი თეთრიწყაროს რაიონში
 
04.08.2017

კომპანია "არემჯიმ" სასტუმრო Holiday Inn-ში ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტის განხორციელება თეთრიწყაროშია დაგეგმილი. ბოლნისისა და დმანისის შემდეგ თეთრიწყარო იქნება მესამე რაიონი, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელი კომპანია 500-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას შეძლებს. 
2018-2022 წლებში ამ პროექტის ფარგლებში იგეგმება 30 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება.
"არემჯის" აღნიშნული პროექტის პრიორიტეტად სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განსაზღვრული აქვს საჭირო გარემოსდაცვითი ღონისძიებები. ასევე, პროექტის განახორციელოების პერიოდში იგეგმება გარშემო მდებარე ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსისა და ხულუტის ციხის შესაბამისი კვლევითი სამუშაოების ჩატარება და მონიტორინგის წარმოება. 
<< back