„არემჯიმ“ დაბა კაზრეთში გზის რეაბილიტაცია დაასრულა
 
14.11.2017

დაბა კაზრეთში „არემჯის“ საწარმოს მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა. უახლოეს დღეებში დაბის მოსახლეობა და კომპანიის თანამშრომლები უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.
 
კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, საწარმოსკენ მიმავალი გზის 700 მეტრიან მონაკვეთზე დაიგო ბეტონის ახალი საფარი.  ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების, კერძოდ  ტროტუარებისა და სანიაღვრეების მოწყობა.

„არემჯის“ მიერ ჩატარებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 500 000-მდე ლარი შეადგინა. აღნსანიშნავია, რომ კონტრაქტორ კომპანიას  პროექტზე ადგილობრივი მოსახლეობა ჰყავდა დასაქმებული.

<< უკან