"არემჯის" დაფინანსებით კაზრეთის კორპუსებში ლიფტები დამონტაჟდება
 
16.11.2017

დაბა კაზრეთში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი ლიფტი დღეს 114/115 კორპუსის მეორე სადარბაზოში საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას ბელორუსის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი, საქრთველოს მთავრობის წარმომადგენლები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი და კომპანია „არემჯის“ გენერალური დირექტორი ჯონი შუბითიძე დაესწრნენ.

დაბაში 30 ახალი ლიფტის შახტა დამონტაჟდება, ძველ ამორტიზირებულ ლიფტებს ახალი ბელორუსიაში წარმოებული ლიფტები ჩაანაცვლებს. ლიფტების აღდგენის პროექტში ჩაერთო კომპანია „არემჯი“, რომელმაც შახტების რეაბილიტაციისთვის 225 000 ათასი ლარი გამოყო.
აღნიშნული თანხით კაზრეთის ოთხ მრავალსართულიან კორპუსში ახალი ლიფტი დამონტაჟდება.

<< უკან