ვაკანსია: გარემოსდაცვითი პროგრამის მართვის სამსახურის უფროსი
 
კომპანია RMG (Rich Metals Group) ოქროსა და სპილენძის მომპოვებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას გარემოსდაცვითი პროგრამის მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. 



სამუშაო ადგილი: 

ბოლნისის რ-ნი, დაბა კაზრეთი (ძირითადი სამუშაო ადგილი) და თბილისის ცენტრალური ოფისი (საჭიროებისამებრ)



სამუშაო აღწერილობა:

• გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვა და მართვა;

• გარემოსდაცითი პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული პროექტების განახლება, მოდიფიცრება და შეთანხმება კომპანიის მენეჯმენტთან; 

• გარემოსდაცვითი პროგრამით გათვალისწინებული პროექტების მართვის დეტალური გეგმის შემუშავება და პროგრესის კონტროლი / მონიტორინგი, ანგარიშგება; 

• საპროექტო, სამშენებლო სამუშაოებისა და მანქანა-დანადგარების ტექნიკური პარამეტრების, სპეციფიკაციების, სამუშაოების მოცულობებისა და მიზნების ჩამოყალიბება შესაბამისი სფეროს ინჟინრებთან, არქიტექტორებთან და სხვა პირებთან თანამშრომლობის გზით.

• შიდა რესურსების, სტრუქტურული ერთეულებისა და კონტრაქტორი ორგანიზაციების კოორდინაცია პროექტების მიმდინარეობისას;

• საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსების განსაზღვრა და მობილიზება;

• პოტენციურ მომწოდებლებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა;

• გარემოსდაცვთი პროექტების განხორციელებისათვის საჭირო ნებართვების  მოპოვების უზრუნველყოფა, მათ შორის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია;

•  გარემოსდაცვითი პროგრამით გათვალისწინებული პროექტების ბიუჯეტის ფარგლებში და დადგენილ ვადებში დასრულების უზრუნველყოფა;

• დასრულებული პროექტების შეფასება/აუდიტი,  ნაკლოვანებების გამოვლენა და ასეთის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;  

• პროექტების შესრულებისა და მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების წარდგენა კომპანიის მენეჯმენტისათვის;

• გარემოსდაცვითი პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით შიდა რეგულაციებისა და ინსტრუქციების შემუშავება / სრულყოფა;

• გარემოსდაცვითი პროგრამის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაციის, კორესპონდენციის აღრიცხვა / წარმოება.  

• კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის სხვა სტრუქტურული ერთეულების მხარდაჭერა; 



საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

კანდიდატს უნდა გააჩნდეს:

• უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო ან დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში, ან უმაღლესი განათლება გარემოს დაცვის ან სამრეწველო ინჟინერიის სფეროში;  

• პროექტების მართვის კუთხით მუშაობის გამოცდილება, სასურველია გარემოსდაცვით / სამთო / სამრეწველო სფეროში; 



სხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

• კანდიდატი კარგად უნდა ფლობდეს რუსულ ან ინგლისურ ენას;

• სასურველია კანდიდატი იცნობდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების პროცესში გარემოსდაცვით კანონმდებლობას, ასევე  საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ტექნიკური რეგლამენტებსა და უსაფრთხოების წესებს  

• კანდიდატი უნდა ფლობდეს MS office პროგრამებს კარგად; 

• კანდიდატი უნდა ფლობდეს პროექტის მართვის კომპიუტერულ პროგრამა(ებ)ს;

• სასურველია კანდიდატი ფლობდეს მართვის მოწმობას (B კატეგორია)



პიროვნული თვისებები:

კანდიდატს უნდა გააჩნდეს:

• ანალიტიკური აზროვნების უნარი;

• გუნდური მუშაობის უნარი;

• დამოუკიდებელად მუშაობის უნარი;

• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

• საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

• დროის ეფექტიანი მართვის უნარი;

• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 



წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

საკავლიფიკაციო მოთხოვნების დადასტურების მიზნით კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: CV - ქართულ ენაზე, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ვერსია, მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.  

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@richmetalsgroup.com  არა უგვიანეს 2017 წლის 8 დეკემბერი 18:00 საათისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ კომპანია RMG-იმ  დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.