"არემჯიმ" თსუ-ს დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
 
22.11.2017

 დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც  კომპანია "არემჯიმ" მიიღო  მონაწილეობა.

"არემჯის" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს კომპანიის და მისი საქმიანობის შესახებ ამომწურავ ინფორმაცია მიაწოდეს.

დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება მიეცათ დეტლური ინფორმაცია მიეღოთ "არემჯის" საკადრო პოლიტიკის, კომპანიაში არსებული ვაკანსიების და დასაქმების პერსპექტივის შესახებ. HR სამსახურის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს რა სპეციალობებზეა ძირითადი მოთხოვნა დაბა კაზრეთში მდებარე RMG GOLD-ისა და RMG COPPER-ის საწარმოებში.
<< უკან