“არემჯის“ და სტუ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
 
01.12.2017

1 დეკემბერს ხელი მოეწერა მემორანდუმს "არემჯის" და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის. დოკუმენტს "არემჯის" მხრიდან კომპანიის აღმსრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ, ხოლო სტუ-ს მხრიდან რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა მოაწერეს ხელი. 

მემორანდუმის მიზანია საქართველოს სამთო-გეოლოგიური და ქიმიურ-ტექნოლოგიური სფეროს განვითარების ხელშეწყობა. კომპანია "არემჯისთვის" პრიორიტეტულია ახალგაზრდა პროფესიონალების და დარგის სპეციალისტების აღზრდის ხელშეწყობა.

თავის მხრივ, დარგის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას დაეხმაროს კომპანიას შესაბაისი პროფილის სპეციალისტების მომზადებასა და გადამზადებაში.

საზეიმო ღონისძიებას, რომელიც "არემჯის" თბილისის ოფისში გაიმართა, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და გეოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტები დაესწრნენ.
<< უკან