"არემჯი" თბილისის საახალწლო ქალაქში
 
29.12.2017

კომპანია "არემჯის" წარმომადგენლებმა დედა ენის ბაღში თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული საახალწლო ქალაქი დაათვალიერეს.

 კომპანია დედაქალაქში დაგეგმილი ღონისძიებების ერთ-ერთი მხარდამჭერია, რომლის ჩართულობით და მხარდაჭერითაც სადღესასწაულოდ მოირთო საახალწლო ქალაქი.

"არემჯის" თანამშრომლებმა დედა ენის ბაღში განთავსებული ქართული სტარტაპების და მეწარმეების სახალწლო ჯიხურები დაათვალიერეს და საახალწლო საჩუქრები შეიძინეს.
<< back