"არემჯიმ" სოციალურად დაუცველ ოჯახებს ზამთრისთვის შეშა დაურიგა
 
16.01.2018

კომპანია "არემჯი" სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ზამთარში შეშით უზრუნველყოფს.

შპს "არემჯი გოლდის" მიერ ელექტრონული აუქციონის მეშვეობით შეძენილი ჯაგრცხილის ჯიშის 250 მ3  ხე-ტყე დაბა კაზრეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 120 სოციალურად დაუცველ ოჯახს საჩუქრად გადაეცათ.

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ზამთრის მარაგი შეშა "არემჯის" კორპორაციული დირექტორის მოადგილემ ამირან ქართველიშვილმა  და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ  ბუბა გობეჯიშვილმა გადასცეს.

<< უკან