"არემჯის" სტიპენდია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
 
29.01.2018

კომპანია "არემჯი" საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან 2017 წლის დეკემბერში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 11 წარმატებულ სტიპენდიანტს გამოავლენს, რომლებიც კომპანიისაგან 1 წლის განმავლობაში „არემჯის სტიპენდიას“ მიიღებენ.

სტუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსში დაგეგმილ შეხვედრაზე "არემჯის" წარმოების, კორპორაციული და გარემოს დაცვის დირექტორები პირადად გაესაუბრნენ სამთო-გეოლოგიური და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებს და მათგან
საუკეთესოების შერჩევაში მიიღეს მონაწილეობა.

1 წლიანი სტიპენდიის გარდა, "არემჯის" სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი პროფილის სტუდენტებს 2018 წლის განმავლობაში საშუალება ექნებათ საწარმოო პრაქტიკა  გაიარონ კომპანიის კუთვნილ ობიექტებსა და საწარმოებში.
<< back